saqarTvelos tbebi - faravanis tba
მდებარეობა | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°27` ჩ. გ. 43°48` ა. გ. |
ფართობი | 37.5 კმ² |
მოცულობა | 91 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 2.2 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 3.3 მ |
ჩამდინარე მდინარეები | შაორი, საბადოსწყალი, როდიონოვსკისწყალი |
გამომდინარე მდინარე | ფარავანი |
ვულკანურ-ტექტონიკური ტიპის ტბა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. გაწოლილია აბულ-სამსარისა და ჯავახეთის ქედებს შორის მდებარე ქვაბულში.ზღვის დონიდან 2073 მ. სარკის ფართობია 37,5 კმ², ჩამდინარე წყლების არეთი 234 კმ². ტბის მაქსიმალური სიღრმეა 3,3 მ, საშუალო 2,2, მ. წყლის მოცულობა 91 მილიონი კუბური მეტრი. წყლის დონე ყველაზე დაბალია ოქტომბერ-ნოემბერში, ყველაზე მაღალი მაის-ივნისში. ტბა გაყინულია ზამთარში, ყინულის სისქე ირყევა 47-73 სმ შორის. საზრდოობს მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლით.
ერთვის მცირე მდინარეები : შაორი, საბადოსწყალი, როდიონოვსკისწყალი და რამდენიმე პერიოდული ნაკადი. ტბის სამხრეთ ნაწილიდან სათავეს იღებს მდინარე ფარავანი, რომელიც მტკვარს უერთდება მარჯვენა მხრიდან. ტბა პოპულარულია მეთევზეთათვის. წყალი მტკნარია (80 მგ/ლ). მდიდარია თევზით (ხრამული, კალმახი, ნაფოტა, კობრი, ჭაფალა და სხვ.).
ფარავნის ტბის ირგვლივ გაშენებულია სოფლები: ფოკა, ვლადიმიროვკა, ტამბოვკა, როდიონოვკა და ასფარა.